4 votes
comments
shares
Save
who - ახალი კორონავირუსი 10-ჯერ უფრო სასიკვდილოა, ვიდრე ღორის გრიპი
74 reads
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

ახალი კორონავირუსი 10-ჯერ უფრო სასიკვდილოა, ვიდრე ღორის გრიპი. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა, ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩვენ ვიცით, რომ კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, ჩვენ ვიცით, რომ მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ღორის გრიპზე 10-ჯერ მეტია“ – განაცხადა გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, ახალი კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, ხოლო მის შეჩერებაზე გაცილებით მეტი დრო სჭირდება.

„სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვირუსის შემთხვევები უფრო ნელი ტემპით იკლებს, ვიდრე ის ვრცელდება“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას 12-18 თვე დასჭირდება.

#who #covid19 #coronavirus #stopcovid19 #pandemy #quarantine
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
4
Write a comment