აქ მოხუცების ადგილი არ არის ( ჩემი შეფასება)

0
ფილმი იწყება შერიფის სიტყვებით და მთავრდება მისივე ეპილოგით, რაც კიდევ ერთხელ გვიხსნის, რომ ფილმის მთავარი გმირი არის შერიფი (ასაკიანი კაცი, რომლისთვისაც ადგილი ამ ქვეყანაზე უკვე არ არის). სიზმარში ორ სიზმარს ყვება, რომლებიც პირდაპირ კავშირშია რაღა თქმა უნდა მთელს ფილმთან და იდეასთან, რომელიც ფილმში არის ჩადებული. მთელი ფილმი სავსეა სიმბოლიზმით და მეტაფორებით, აქედან გამომდინარე მე მგონი სიზმრის მოყოლით ფილმის დასასრულის გაკეთება კიდევ ერთი გენიალური აზრი იყო. პირველი სიზმარში შერიფი მისთვის მინდობილ ფულს კარგავს, ამას იმით ავხსნი, რომ მან დაკარგა შეგურის საქმეზე კონტროლი და საბოლოო ჯამში "დამარცხდა", მაგრამ არის მეორეც რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ფული რომელსაც ეშმაკი იყენებს ხალხის სიხარბის გასაღვივებლად შერიფს არ აინტერესებდა თავიდანვე. დავაკვირდეთ ახლანდელ ცხოვრებას, ფულის მიმართ სიხარბე თუ არ გამოძრავებს ბევრი სამსახურიდან, ბიზნესიდან წასვლა მოგიწევს. ფულის გულისთვის ადამიანები ყოველ დღე ერთმანეთს ხოცავენ და ეს უკვე სახელმწიფოების დონეზე ხდება. ანუ თანამედროვე ცხოვრება მოხუც (ძველებურად მოაზროვნე) ხალხს არ ინდობს და მათი ადგილი ამ ქვეყანაზე არ არის. ამიტომაც არის რომ შერიფი პენსიაზე მიდის და სამსახურს, რომელიც მისი ბაბუისგან და მამისგან მოსდევს თავს ანებებს, საინტერესოა ისიც რომ მისი საქმის გამგრძელებელი მისი შვილიც არ იქნება. მეორე სიზმარი კი საერთოდ ფილმის ფინალია ანუ მთელ ფილმს თავს უყრის. აზრი კი მე მგონი ასეთია, მარტო მსოფლიოს უკვე ვერ შეცვლი, წავიდა ის ძველი დრო როდესაც რომანტიული გმირები თავიანთი გმირობით მაგალითს იძლეოდნენ და ერთგვარი მორალური სტანდარტების ფორმირებას ახდენდნენ. სწორედ ამას ამბობს შერიფი რაც მოსახდენია მაინც მხდება და ჯობია გაერიდო, სამწუხაროდ თანამედროვე ცხოვრება ასეა და კიდევ უფრო ეგოისტური მომავალი გველოდება. ბოლოს კი თითქოს მაინც რაღაც საწაულის იმედი აქვს, რომ მამის შუქი რაღაც უკეთეს სამყაროში (სამოთხეში) ჩაახედებს, მაგრამ აქ უცებ ეღვიძება და ფილმიც მთავრდება. შეიძლება ითქვას პესიმისტური ფინალია, მაგრამ ზღაპრეპის კიდევ თუ არ გვჯერა მაშინ სწორედ რომ რეალურია. აწი შერიფი უბრალოდ დაელოდება სიკვდილს, რომელიც აუცილებლად მაინც წინ დახვდება რაც არ უნდა ჰქნას და ყოველივე ამასთან შეხვედრა ყოველგვარი ღმერთის გამოცხადების (დახმარების) გარეშე მოუწევს. ბროლინის გმირს ფული რომ დაეტოვებინა თავის დროზე და სიხარბისგან შორს დამდგარიყო მაშინ ეშმაკი თამაშგარედ რჩებოდა, მაგრამ ეშმაკმა ამაზე იზრუნა და ჩვენი წინა თაობები უკვე იმ დონეზე ჩაითრია თამაშში, რომ აწი ის აწესებს ვინ, სად და როგორ იქნება. როდესაც გამოდის სახლიდან და მანქანით მიემართება უკანა ხედვის სარკეში ორ ბავშვს დაინახავს, რომლებიც იმითაც ბედნიერნი არიან, რომ ველოსიპედებით ერთობიან და ერთმანეთთან კარგ დროს ატარებენ, რაც ეშმაკს არ ესიამოვნება, ამასობაში თითქოსდა სპონტანური ავარია ხდება და ის მძიმედ შავდება, მაგრამ როგორც კი ბავშვების კორუმპირებას შეძლებს და ამის გემოს გაასინჯინებს ის დგება და მიდის, როცა კამათის ხმას გაიგონებს ნელ-ნელა კოჭლობასაც კი მიატოვებს. მოკლედ მანამდე თუ კეთილი იმარჯვებდა უკვე ბოროტი იმარჯვებს და ეს რეალობაა, ყოველ დღე ყველგან ასე ხდება. ბოროტმა ისწავლე კეთილის სისუტეების გამოყენება და მიხვდა იმას, რომ იყო კეთილი ძალიან ძნელია და უამრავ პასუხისმგებლობას გაკისრებს, აი იყო ბოროტი კი ადვილია, რადგანაც არაფერი არ გაკავებს, არ გადარდებს. კაცობრიობამ აირჩია გზა სიხარბისკენ, ბოროტებისკენ და უზნეობისკენ, ამას ჩვენ მაშინ უფორ ვიგრძნობთ როცა მოხუცები ვიქნებით და საკუთარ ადგილს ვერ მოვნახავთ ამ ქვეყანაზე.
#goodplaces
#opinion
#art
#photo
0