0
?ბოლო ჟამი XIX საუკუნიდან მოყოლებული, „აპოკალიფსური ათასწლეულის“ არაერთი ქრისტიანი ესქატოლოგი სერიოზული სიფრთხილით ეკიდებოდა გლობალურ შეთქმულებათა თემას, რადგან მათი შეხედულებით, აღნიშნული კონსპირაციების საბოლოო მიზანი იყო ტირანული მსოფლიო მმართველობის ჩამოყალიბება, რომელიც წარმოადგენდა ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა აღსრულებას, კერძოდ იგულისხმება ეზეკიელის წინასწარმეტყველება, დანიელის წინასწარმეტყველება და გამოცხადება იოანესი, იგივე „აპოკალიფსი“. ესქატოლოგები ირწმუნებიან, რომ ხალხი, რომელმაც სიმდიდრისა და ძალაუფლების მიზნით სული მიჰყიდა სატანას, იქცნენ უბრალო მარიონეტებად მის ხელში. კაცობრიობა ეტაპობრივად მიდის ტირანული მსოფლიო მმართველობისადმი, რომელსაც ბოლოს სათავეში ჩაუდგება „უწმინდური სამება“ — სატანა, ანტიქრისტე და ცრუ-წინასწარმეტყველი. მრავალი თანამედროვე ქრისტიანულ-კონსპირაციული თეორიის თანახმად, ცრუ-წინასწარმეტყველი იქნება უკანასკნელი რომის პაპი, მეორე ვერსიის თანახმად „ნიუ-ეიჯის“ (იგულისხმება სპირიტულ-რელიგიური და არა მუსიკალური მიმდინარეობა) გურუ, მესამე ვერსიის თანახმად კი ფუნდამენტალისტურ-ქრისტიანული ორგანიზაციის (მაგალითად, „The Fellowship“) ლიდერი. ანტიქრისტე კი აღმოჩნდება ევროპის კავშირის პრეზიდენტი ან გაეროს გენერალური მდივანი. რასაკვირველია, ამ თეორიებს ჰყავდა კრიტიკოსები, მათ შორის თვით ქრისტიანთა შორის — 1993 წელს, ისტორიკოსმა ბრიუს ბერონმა საკუთარ სტატიაში გააკრიტიკა კონსპირაციული თეორიები „ბოლო ჟამის“ შესახებ. ასევე აღსანიშნავია გრეგორი კემპის წიგნი: „Selling Fear: Conspiracy Theories and End-Times Paranoia“ (1997). პიტერ გომესი (ქრისტიანული პროგრესივიზმის წარმომადგენელი) აფრთხილებს ქრისტიანებს, რომ „უწმინდურ სულს“ ქრისტიანობისა და ცრუ-რელიგიათა აღრევით შეუძლია დაამახინჯოს საღვთო წერილი და კაცობრიობის ისტორია
0