საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

0
საქართველოს საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობდა და საპატრიარქოს შენობას იცავდა. ბოლოს ის სმენაში 12 აპრილს იმყოფებოდა. ის კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში ცხოვრობდა და სამსახურში იქიდან დადიოდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. მასთან შემხებლობაში მყოფი რამდნეიმე პირი უკვე კარანტინში გადაიყვანეს.
#საპატრიარქო
#კორონავირუსი
#კოვიდ19
#ეკლესია
#საქართველო
0