სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებულ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაია სოლოღაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, სასულიერო პირი კლინიკაში გუშინ, 13 აპრილს ოჯახის წევრებთან ერთად შეიყვანეს, დაინფიცირების წყარო კი ამ დროისთვის უცნობია. , , დადასტურებულია კოვიდ-19-ის დიაგნოზი, გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი. სასულიერო პირი გუშინ შემოიყვანეს კლინიკაში. ოჯახის სულ სამი წევრია მოთავსებული მაგრამ რომელს რომლისგან გადაედო, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ არის საფუძვლიანი”, – განმარტა სოლოღაშვილმა.
#კორონავირუსი
#სასულიეროპირი
#tbilisidaily
0