რატომ Feedc Edu?

0
ალექსანდრე კაპანაძე, 14 წლის, ბათუმის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ალექსანდრე გამარჯობა! პირველ რიგში წარმოგვიდგინე შენი თავი, სად სწავლობ და თავისუფალ დროს რითი ხარ დაკავებული? გამარჯობა! მე ვარ ალექსანდრე კაპანაძე, ბათუმის N2 საჯარო სკოლის IXკლასის მოსწავლე. პარალელურ რეჟიმში 3დ ვიზუალიზაციით ვარ დაკავებული. ასევე ჰობად მაქვს სხვადასხვა საკრავზე დაკვრა. ისე კი, იქიდან გამომდინარე, რომ არაფორმალური განათლებით ვარ დაკავებული ჩემთვის ეს პერიოდი გამართლებული აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ჩემი კარიერული ზრდის აჩქარებას მივაღწიე. გაგიადვილათ თუ არა პლათფორმამ ონლაინ გაკვეთილზე დასწრება? მე პირადად Feedc-ის, როგორც სოც. ქსელს უკვე დიდი ხანია რაც ვიყენებ. სწორედ ამიტომ ჩემთვის სასიამოვნო სიახლე იყო ის, რომ ჩემთვის ნაცნობმა პლატფორმამ ასეთ დროს ადგილობრივ სკოლებზე დახმარება გადაწყვიტა. ასევე უნდა ავღნიშნო რომ Feedc-ის მარტივმა და ხარისხიანმა ინტერფეისმა ონლაინ გაკვეთილებზე და მათ ჩატარებაზე ჩემი კლასის შემთხვევაში დადებითად იმოქმედა. როგორ მიმდინარეობს გაკვეთილების პროცესი? გაკვეთილების პროცესი ჩვეულ რეჟიმში, გაწერილი ცხრილის მიხედვით მიმდინარეობს. მასწავლებელი აცნობებს ბავშვებს გაკვეთილის დაწყების შესახებ და იქმნება ვიდეოჩატი, შემდგომ კი გაკვეთილი უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში ტარდება. როგორ ფიქრობთ არის თუ არა ეს შანსი არ ჩავარდეს სასწავლო პროცესი ? ჩემი აზრით, დღეს ონლაინ განათლება შანსია, რომ არ ჩავარდეს სასწავლო პროცესი, ხოლო Feedc Edu ამის რეალიზებისთვის ერთ-ერთი ხელსაყრელი საშუალებაა. თქვენ როგორც მოსწავლე რას ისურვებდით რომ დაემატოს პროგრამას? იმის გათვალისწინებით, რომ პროგრამა ასრულებს მის მთავარ მიზანს, ალბათ არაფერი მეთქმის. თქვენთვის და თქვენი კლასელებისთვის პროგრამა რამდენად მოსახერხებელია? როგორც ჩემთვის ცნობილია, თითქმის ყველა ჩემი კლასელი და მასწავლებელი უპრობლემოდ იყენებს ამ პლატფორმას, და საკმაოდ მოსახერხებელიცაა. მოსწავლეებმა რამდენად აუწყვეთ ფეხი დღევანდელ რეალობას? დღეს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ყველა მოსწავლე იძულებულია დღევანდელ რეალობას ფეხი შესაბამისად აუწყოს. შესაბამისად, თუ რომელიმე ჩვენგანს რაიმე სახის ბარიერი შეხვდება სხვები იმისთვის ვართ, რომ მას იგივეს აღმოფხვრაში დავეხმაროთ. შესაძლებელია თუ არა პროგრამის გამოყენება გახდეს მუდმივი ? მაგალითად თუ ბავშვი ვერ მოდის სკოლაში იგი ჩაერთოს გაკვეთილზე ონლაინ ან სხვა? ჩემი აზრით ამ პლატფორმის მუდმივობისთვის საჭიროა სკოლების შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფა და მხოლოდ ამის შემდეგ ონლაინ გაკვეთილები შესაძლოა მეტად პროგრესული მიგნება გახდეს.
#feedcedu
#სკოლა
#მოსწავლე
#ალექსანდრე
#კაპანაძე
0