იტალია და ესპანეთი კარანტინს ამსუბუქებს, აშშ ანალოგიურის განხორციელებას გეგმავს

0
კორონავირუსული პანდემიით დაზარალებული 2 სახელმწიფო - იტალია და ესპანეთი, მათ ტერიტორიებზე დაწესებული საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქებას იწყებენ. იტალიის მასშტაბით მაღაზიები იხსნება, ხოლო ესპანეთში რიგი საწარმოები ანახლებენ მუშაობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ზემოხსენებულ სახელმწიფოებს მოთმინებისკენ მოუწოდებს, ხოლო ევროკავშირი ოფიციალური მადრიდის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. სამშაბათს, 14 აპრილს, ავსტრიაშიც ათასობით მაღაზია იხსნება. საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში კი სიტუაცია უცვლელია, რადგან ამ ქვეყნებში COVID-19-ის გავრცელების პიკი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. რაც შეეხება გერმანიას, ოფიციალური ბერლინი გარკვეული ზომების შემსუბუქების შესაძლებლობას განიხილავს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ უახლოეს მომავალში, სხვადასხვა შტატების ტერიტორიებზე დაწესებულ საკარანტინო რეჟიმებს გააუქმებს, რადგან, როგორც აცხადებს, მას ამისთვის „აბსოლუტური ძალაუფლება“ გააჩნია. აქვე აღსანიშნავია, რომ ამერიკული კანონმდებლობით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ადგილობრივ გუბერნატორებს აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა თეთრი სახლის ადმინისტრაციასა და ცალკეული შტატების ხელისუფლებებს შორის ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშვას. აქვე, 10-მა შტატმა მანამდე უკვე განაცხადა მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დაწესებაზე უარი. მათ შორის არიან ნიუ-იორკი, კალიფორნია, ორეგონი, ვაშინგტონი და ა.შ. აზიური სახელმწიფოები COVID-19-ით ინფიცირების სავარაუდო მეორე ტალღით შეშფოთებულები არიან „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური ერების ასოციაციის“ (Association of Southeast Asian Nations – ASEAN) წევრი-სახელმწიფოების ლიდერები, ჩინეთის, იაპონიის და სამხრეთ კორეის ხელისუფლების ჩართულობით, დისტანციური მეთოდით (ვიდეო-კონფერენციით) საგანგებო შეხვედრას გამართავენ რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ხელახლა გაუარესებული სტატისტიკის გამო. COVID-19-ით დაავადების ახალი შემთხვევები ჩინეთის ტერიტორიაზე კვლავ გაიზარდა. ინფიცირებულთა უმეტესობა ჩინეთის ის მოქალაქეები არიან, რომლებიც სამშობლოში საზღვარგარეთიდან დაბრუნდნენ. წყარო: BBC
#coronavirus
#politics
#italy
#spain
#usa
#china
#headline
0