საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სამსახურში დაადასტურეს. ბოლოს სამსახურში ის 12 აპრილს გამოცხადდა.
როგორც უწყებაში On.ge-ს უთხრეს, ინფიცირებული საპატრიარქოს შენობას იცავდა. მათივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა და სხვა თანამშრომლები დაკვირვების ქვეშ არიან.
#news
#religion
#Coronavirus