14 აპრილი ქართული ენის დაცვის დღეა

0
დღეს ქართული ენის დაცვის დღეა! დღე როდესაც ქართველმა ერმა დაიცვა ეროვნული ღირებულება, ის ენა, რომელ ენაზეც მთაწმინდელები, ხანძთელები, ოპიზრები და სრულიად საქართველო მეტყველებდა და წერდა ზოგად საკაცობრიო ღირებულების ძეგლებს. ენა რომელზეც ამეტყველდა ვეფხვისტყაოსანი და რამდენი რამ ჩამოვთვალო! არ მახსენდება დამპყრობელი გარდა ერთისა, რომელიც ასე უდიერად მოპყრობოდეს ქართულ ენას! მინდა, 1978 წლის 14 აპრილს, ვინც დედა ენა დაიცვა, ვინც უშიშრად აღუდგა ამ საუნჯის განადგურების მსურველებს, ყველას მადლობა შევწირო, იმ თავგანწირვისათვის რომელიც მათ გამოიჩინეს 14 აპრილს. განსაკუთრებით დიდი მადლობა, ჩემს თანასოფლელს, მწერალს და საზოგადო მოღვაწეს, ბატონ ნოდარ გრიგალაშვილს, რომელიც ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და ლიდერი გახლდათ, 14 აპრილს მოწყობილი მანიფესტაციის. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი და ყველა იმ ადამიანის, ვინც სამწუხაროდ დღეს ვერ აღნიშნავენ ამ მნიშვნელოვან თარიღს.
0