აშშ-ის საელჩო საქართველოს დედაენის დღეს გალაკტიონის ლექსით ულოცავს

0
ამერიკის საელჩო საქართველოს დედაენის დღეს გალაკტიონის ლექსით -, , ჰიმნი ქართულ ანბანს" ულოცავს . ნაწყვეტი ლექსიდან საელჩომ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ფოტოს სახით გამოაქვეყნა - , , შენ სიძველის გმოსავს ნელი ხავსი, ქვაზე ჭრილი ხარ ჩუქურთმის მსგავსი - დიდის გზნებით ასე იყავ სავსე ოცდაექვსი საუკუნის წინათ.” , , 42 წლის წინ, ამ დღეს ათასობით ქართველმა მსოფლიოს უჩვენა თუ რამდენს ნიშნავდა ქართული ენა მათთვის. სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საშიშროების წინაშე დარჩენილმა ხალხმა მომავალ თაობებს შეუნარჩუნა ეს უნიკალური ენა. გილოცავთ დედაენის დღეს!" — წერია საელჩოს განცხადებაში.
#გალაკტიონი
#დედაენა
#აშშ
#tbilisidaily
0