0
კომპანიის აღწერა სს „ფოსტა ფეი“ წარმოადგენს საგადახდო მომსახურების პროვაიდერ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში, კერძოდ ქ. თბილისში. კომპანია დაფუძნდა 2018 წლის 20 აპრილს. ხოლო, 2018 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბანკისგან მივიღეთ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიცენზია. გახსნის დღიდან, ჩვენ ბევრს ვშრომობთ, რათა გავხდეთ წამყვანი საგადახდო მომსახურების კომპანია არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. ამჟამად, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ შემდეგ პროდუქტებს: ელექტრონულ საფულესა და სწრაფ ფულად გზავნილებს. ჩვენი მისიაა დავნერგოთ ინოვაციური უახლესი ფინანსური ტექნოლოგიის სერვისები, რათა ჩვენი მომხმარებლებისთვის გადახდის პროცესი გავხადოთ უფრო მარტივი, მოხერხებული და კომფორტული. ჩვენთვის მომხმარებლის უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ჩვენ დავნერგეთ მკაცრი ვერიფიკაციის პროცედურები. ყველა ჩვენმა მომხმარებელმა გაიარა დეტალური KYC და სრული ვერიფიკაციის პროცესი. ჩვენი ხედვაა გავხდეთ ისეთი ტიპის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, სადაც სწრაფი პროცესინგი, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და მომსახურების მოქნილობა კარგად დამკვიდრებულია. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ ჩვენი მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე, რადგან ფოსტა ფეისთვის, თითოეული კლიენტი მნიშვნელოვანია.
#cash
#ewallet
#money
#moneytransfer
#nbg
0