საქველმოქმედო აქციას ზუგდიდში "რინო მოტორსის" კომპანიაც შეუერთდა.

0
საქველმოქმედო აქციას ზუგდიდში "რინო მოტორსის" კომპანიაც შეუერთდა. მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო "რინო მოტორსის" კომპანია 20 სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარა. კომპანიის თანამშრომლებმა ოჯახებს პირველად მოხმარების პროდუქტები გადასცეს. "რინო მოტორსის" მენეჯერის თემურ კვარაცხელია ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს : კომპანია „რინო მოტორსმა“ გაიზიარა სოციალური პასუხისმგებლობა და ბზობის დღესასწაული მიულოცა სოციალურად დაუცველ 20 ოჯახს. დავუკავშირდით ზუგდიდის მერიას და ვთხოვეთ იმ ბენეფიციართა მონაცემები, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა განსაკუთრებულად სჭირდებოდა. კომპანიის სახელით მივულოცეთ ბზობა და გადავეცით პირველადი მოხმარების პროდუქტები, მათ შორის პურის ფქვილი, შაქარი, ზეთი, ჩაი, ბურღულეული, წიწიბურა, ბრინჯი, კვერცხი, მარილი, საფუარი და ა.შ, რათა მცირედით მაინც შეგვემსუბუქებინა მათთვის შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა" კომპანია "რინო მოტორსის" მიერ მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქცია მომავალშიც იგეგმება.
#ზუდიდი
#კომპანია
#რინომოტორსი
#საქველმოქმედოაქცია
#სოციალურადდაუცველი
#zugdididaily
0