ჯანმოს პრესსპიკერი – ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს, კორონავირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ

0
დევიდ ნაბარომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრესსპიკერმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით მალე მსოფლიოსთვის პირბადის გამოყენება ნორმად იქცევა. „ეს ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს. ჩვენ არ ვიცით ადამიანები მის მიმართ იმუნურები იქნებიან თუ არა. არც ის ვიცით როდის გვექნება ვაქცინა. ჩვენ ახალ რეალობასთან შეგუება მოგვიწია, მოგვიწია მაგალითად მაშინ, როცა გავიგეთ რომ აივ ინფექცია სქესობრივი გზით გადადის. ამჯერადაც ამ ახალ რეალობას უნდა შევეგუოთ. უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება““, – განაცხადა დევიდ ნაბარომ. კორონავირუსს მსოფლიო უკვე რამდენიმე თვეა ებრძვის. ჩინეთში სადაც კორონა ვირუსის შემთხვევები ბოლო პერიოდში თითქმის არ ფიქსირსებოდა ბოლო 24 საათში 108 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ პერიოდისათვის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამერიკის შეერთებულ შტატებშია სადაც ახალი კორონა ვირუსით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი ნახევარ მილიონს აჭარბებს. წყარო - CNN
#covid19
#coronavirus
#headline
#WHO
0