ნიუ-იორკში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141377 ნიუ-იორკში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. პანდემიას შტატში სულ 10 056 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ნიუ-იორკის გუბერნატორი აცხადებს, ვირუსის გავრცელების კონტროლი შეუძლიათ და ყველაზე ცუდი ჩავლილია, თუ ჭკვიანურად მოქმედებას განაგრძობენ. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1 897 373 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 34 ათასს აღწევს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 23 ათასს აჭარბებს.
0