,,ნაციონალური მოძრაობა” მთავრობას მოუწოდებს ყველა სტუდენტს მეორე სემესტრის საფასური გადაუხადოს

0
, , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, 2019-2020 წლის მეორე სემესტრის საფასური ყველა სტუდენტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გადაუხადოს. დიმიტრი შაშკინმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამინისტროს აღნიშნული თანხის გამოყოფა საკუთარი ბიუჯეტიდან შეუძლია. „COVID 19-ის პანდემიამ პრობლემები შეუქმნა საქართველოს მოსახლეობას, ყველა ადამიანს, საზოგადოების ყველა სეგმენტს, მათ შორის სერიოზული პრობლემები შეექმნათ სტუდენტებს. საქართველოს თითქმის ყოველ მესამე ოჯახში არის სტუდენტი. ძირითადად სტუდენტები იყვნენ დასაქმებულები სერვისის და ტურიზმის სექტორში რა დღეშია ეს სექტორი, კარგად იცით. ასევე იყვნენ თვითდასაქმებულები. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, 800 000-მა თვითდასაქმებულმა დაკარგა სამსახური. ანუ სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნათ სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს საქართველოს მთავრობას, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, რათა მოხდეს 2019-2020 წლის მეორე სემესტრის სწავლის დაფარვა ყველა სტუდენტისთვის. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეს ფული აქვს. ის სტუდენტები, რომლებმაც აიღეს ვალი და გადაიხადეს მეორე სემესტრის საფასური, მათ ანგარიშზე დაუჯდეთ ეს თანხა, რათა შეძლონ თავიანთი ოჯახებისთვის დახმარების გაწევა“, - განაცხადა შაშკინმა.
0