http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141401
ავსტრიაში დღეს კორონავირუსის გამო დახურულ ათასობით მაღაზიებს გახსნიან, აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, დღეიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუხვდები ეტაპობრივად მოიხსნება და რამოდენიმე დღეში საყოფაცხოვრებო, ტექნიკისა და მცირე ზომის მაღაზიებიც გაიხსნება.
ცნობისთვის, ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა გასულ კვირას განაცხადა, რომ დროა ქვეყანაში შეზღუდვები ნელ-ნელა მოისხნას და ეკონომიკური ცხოვრება თავიდან დაიწყოს. ბოლო მონაცემებით, ავსტრიაში კორონავირუსის 14 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 368 ადამიანი ემსხვერპლა.