http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141403
ჩვენ მზად ვართ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად კონკურენტუნარიანი ქვეყანა საერთაშორისო კომპანიებსა და ბიზნესებს შევთავაზოთ ჩვენი ბაზარი ალტერნატიულ პლატფორმად თავიანთი საქმიანობისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
„ის ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბები, რაც აქამდე იყო ჩამოყალიბებული სხვადასხვა ქვეყნებში, იქნებოდა ეს ჩინეთი თუ რომელიმე სხვა რეგიონი, ალბათ შეიცვლება. შექმნილმა სიტუაციამ გვიჩვენა, რომ მნიშვნელოვანი წარმოების, თუნდაც შუალედური სამრეწველო წარმოების ერთ რეგიონში, ერთ ქვეყანაში მაღალი კონცენტრაცია გარკვეულ რისკებს ქმნის და დღესდღეობით შექმნილმა მოულოდნელმა პრობლემამ მთლიანად გლობალური ეკონომიკის პარალიზება მოახდინა გარკვეულწილად“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
თურნავას თქმით, მთავრობას აქვს კონტაქტი ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებსაც საქმიანობის დივერსიფიკაცია სურთ.
„შექმნილი სიტუაცია გვიჩვენებს, რომ გლობალური კომპანიები ფიქრობენ გარკვეული ბიზნესების სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში გადატანას, რათა უფრო მეტად იყოს დაცული და დივერსიფიცირებული ნებისმიერი ბიზნესი. ჩვენ მზად ვართ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად კონკურენტუნარიანი ქვეყანა, ასეთ ბიზნესებს შევთავაზოთ საქართველო ალტერნატიულ პლატფორმად თავიანთი საქმიანობისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.