"ნაციონალური მოძრაობა" განათლების სამინისტროს მიმართავს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141405 "ნაციონალური მოძრაობა" განათლების სამინისტროს მიმართავს, რომ სტუდენტებს მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური გადაუხადოს. აღნიშნული ინიციატივა, პარტიის წევრმა დიმიტრი შაშკინმა ბრიგინგზე გაახმოვანა. შაშკინის თქმით, იმ სტუდენტებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური, თანხა ანგარიშზე უნდა დაუბრუნდეთ. "საქართველოს თითქმის ყოველ მესამე ოჯახში არის სტუდენტი. ძირითადად სტუდენტები იყვნენ დასაქმებულები სერვისის და ტურიზმის სექტორში, რა დღეშია ეს სექტორი, კარგად იცით. ასევე იყვნენ თვითდასაქმებულები. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, 800 000-მა თვითდასაქმებულმა დაკარგა სამსახური. ანუ სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნათ სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით", — განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. შაშკინის განცხადებით, განათლების სამინისტროს აღნიშნული ინიციატივის შესასრულებლად საკმარისი თანხა აქვს.
0