3 votes
0 comments
0 shares
Save
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის ბრიფინგი ჩაინიშნა
50 views
On.ge
Tbilisi · 2 months ago

დღეს, 14 აპრილს, 17 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრიფინგი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა.

დღეს, 14 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ პრემიერმა კიდევ უფრო გაამკაცროს საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები.

#news #politics #Coronavirus

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის ბრიფინგი ჩაინიშნა
on.ge
On.ge
Tbilisi · 2 months ago
Similar Posts
On.ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის ბრიფინგი ჩაინიშნა
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის ბრიფინგი ჩაინიშნა
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის ბრიფინგი ჩაინიშნა
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის ბრიფინგი ჩაინიშნა
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რამდენიმე ახალი გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს. სხდომისა და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ასევე, დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები. საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი. გარდა ამისა, 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მიეცათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის. როგორც პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არსებობს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ოთხი განზომილება, რომლის ეფექტიანი მართვაც საბოლოო ჯამში არსებულ გამოწვევასთან გამკლავებაზე აისახება. ესენია – ჯანდაცვა; ეკონომიკა; ლოგისტიკა და მარაგების მართვა; საზოგადოებრივი წესრიგი. თითოეულ მიმართულებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი პროფილის მინისტრი. გარდა ამისა, საბჭოს სხდომაზე პრემიერმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და საჭიროების შემთხვევაში, კლინიკების მზადყოფნის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 33 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობაის მდგომარეობა კი, დამაკმაყოფილებელია. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე, კარანტინში იმყოფება 637 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – 54 პირი. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, ხშირად დაიბანონ ხელი, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, არ იმოგზაურონ საზღვარგარეთ და რისკის ზონაში მოხვედრის შემთხვევაში, მკაცრად დაიცვან თვითიზოლაციის წესები. „უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში და ასევე მითითებულია, რომ საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 months ago
მთავრობის ადმინისტრაცია უწყებათაშორისო საბჭოს დღევანდელი სხდომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
მთავრობის ადმინისტრაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექნილი უწყებათაშორისო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი ტარდება და სპეციალური გამშვები პუნქტებია მოწყობილი, ვანის მუნიციპალიტეტი დაემატა. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში საბჭომ გაითვალისწინა ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია, ვინაიდან კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ახალი შემთხვევიდან ერთი ვანის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. აღნიშნულ შემთხვევაში უკვე მიღებულია შესაბამისი ზომები და მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება, თუმცა დამატებითი ღონისძიებები ხელს შეუწყობს საჭირო ნაბიჯების ეფექტურობას. ვიდეოკონფერენციისას განხილული იყო საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესი იმ საწარმოებში, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ ან შესაბამისი განაცხადით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართეს. მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, გასული ორი დღის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციასთან ერთად, ინსპექტირება ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 76 საწარმოში, რომელთაგან 14-ში ხარვეზები დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან სამუშაო პროცესისა და გარემოს შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მათ დრო მიეცათ. ანალოგიური კონტროლი ხორციელდება სამშენებლო ობიექტებზე. თბილისის მერმა კახა კალაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში უკვე შემოწმდა 130-მდე სხვადასხვა მშენებლობა. ყველა ობიექტზე, სადაც დაკმაყოფილებულია შესაბამისი სტანდარტები, სამუშაო პროცესი გრძელდება. ის მშენებლობები კი, სადაც უსაფრთხოების ზომების არასათანადო უზრუნველყოფა გამოვლინდა, ამ ეტაპზე შეჩერებულია. შრომის უსაფრთხოების წესების კონტროლი გრძელდება საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზეც. მუშაობის განახლებას შეძლებენ ის ბაზრები, რომელთა ადმინისტრაციები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალურ სავალდებულო პროტოკოლს სრულად დააკმაყოფილებენ. სხდომაზე განიხილეს ადგილობრივი წარმოების, მათ შორის პირბადეების წარმოების მიმართულებით არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ ქართული წარმოების პირბადეები საქართველოს მასშტაბით სააფთიაქო ქსელებში უკვე გაყიდვაშია და მასზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ეტაპობრივად გაიზრდება. საქართველოში წარმოებული დოლბანდის პირბადეების საცალო ღირებულება 50 თეთრი იქნება. ამასთან, აქტიურად გრძელდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის კონტროლი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ პროცესის და შესაბამისი კონტროლის ჯგუფის გაძლიერების აუცილებლობას, რომელსაც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ხელმძღვანელობს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა პროცესი კიდევ უფრო აქტიურად, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში წარიმართოს. ამასთან, გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ამ მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან ხორციელდება სპეციალური რეისები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. მკაცრად კონტროლდება ბილეთების გაყიდვა დადგენილ ფასად, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, დღეისთვის სამშობლოში დაბრუნებულია საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა შესაბამისი მატერიალური და ტექნიკური დახმარება გაუწია 40 ქვეყანაში მყოფ საქართველოს 2 425 მოქალაქეს. სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც თანდათან რთულდება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებობს ინფიცირების შემთხვევების ზრდის მოლოდინი, ამიტომ მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან დადგენილი წესები და სახლიდან მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 48 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მრავლობითი თანმდევი და ქრონიკული დაავადებების გამო, გარდაცვლილია 3 ადამიანი, რომელთა ოჯახებს საკოორდინაციო საბჭომ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4682 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 375 პირი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად ვიდეოკონფერენციის ფორმატში განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.#უწყებათაშორისოსაბჭო #კორონავირუსი #გადაწყვეტილებები #tbilisidaily
Mediamall
Tbilisi, Georgia · 2 months ago
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრიფინგი
დღეს, 14 აპრილს, 17:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრიფინგი გაიმართება.#gakharia #კორონავირუსი #კოვიდ19 #გახარია
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
კონტროლი მკაცრდება
საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად ეპიდემიოლოგიური რისკების ზრდის ფონზე, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ვითარების ოპერატიული მართვის რეჟიმს აძლიერებს. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, დღევანდელ სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, განიხილეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ერთის წარმომავლობა უცნობია. "ამ ეტაპზე ქვეყანაში ჯამურად, წყარო დაუდგენელია ინფიცირების 5 შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს და განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს. სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის ამუშავება არათუ არ უნდა გახდეს მოდუნების საფუძველი, არამედ პირიქით, საჭიროა შესაბამისი უწყებებისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევა", - ნათქვამია ინფორმაციაში. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და ზედმიწევნით დაიცვან ყველა მითითება, რომელიც აუცილებელია მათი ჯანმრთელობის დაცვისა და კოვიდ-19-ის მასობრივი გავრცელების პრევენციისთვის. საბჭოს წევრებმა განიხილეს გაზრდილი მობილობის პირობებში რისკების მართვის მექანიზმები. "ამ მიზნით, საბჭოს გადაწყვეტილებით, გამკაცრდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, ასევე - საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დარღვევების შემთხვევაში კი გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ჯარიმები. გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შესაბამისი უწყებები ტესტირებების გაფართოებაზე მუშაობენ. მთავრობის დადგენილებით უახლოეს დღეებში განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ. მათ შორის, კოვიდ-19-ზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელებისა და სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე 112-ს ან ოჯახის ექიმს მიმართავენ. ამასთანავე, კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ. ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში, რომლებთან დაკავშირებითაც დამატებით გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იქ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის განვითარების საფუძველზე მიიღებს. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 837 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 697 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 13 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3 213 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 303 პირი.პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
პრემიერი: მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები გადადის საკარანტინო რეჟიმზე!
“დღეს გვქონდა შემთხვევა, როდესაც ქალბატონის ინფიცირებასთან დაკავშირებით მოხდა შიდა გადაცემა სარიტუალო შემთხვევისას. დადგენილია 450 კონტაქტი და ეს ჯერ კიდევ არ არის სრული” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ, ამ წუთებში, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. “დღეს, საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტი გადავიდეს საკარანტინო რეჟიმზე. ეს რაიონები იკეტება” – განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების კარანტინზე გადაყვანა არის იძულებითი ნაბიჯები და ამ ნაბიჯების გადადგმის მიზანი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 21 აპრილამდე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა: “გასულ დღეებში ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად დროულად, ეფექტიანად და უდიდესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მოეკიდა ამ გამოწვევას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ლუგარის ცენტრი და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა. მათ მიერ გაცემული პროფესიონალური რჩევების საფუძველზე და ასევე დროული და ეფექტიანი რეაგირებით სახელმწიფო უწყებებმა შეძლეს და ჩვენს მოსახლეობაში პირველ ეტაპზე შეაკავეს ვირუსის შემოჭრის ტემპი და მასშტაბი. მათი ერთობლივი დამსახურებაა ის, რომ დღეისათვის საქართველოში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ჯერ კიდევ ათეულების ფარგლებშია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ეპიდემიის პირველი ტალღის შეკავება მოვახდინეთ და ამით შეიძლება ვიამაყოთ, რამეთუ ეს არის ჩვენი საზოგადოების, სახელმწიფო უწყებებისა და ჯანდაცვის სისტემის ერთობლივი მიღწევა. ეს პირველი წარმატება გამარჯვებად უნდა ვაქციოთ. ეპიდემიის თვისებიდან გამომდინარე მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს. ახალ ბრძოლას ახალი იარაღი სჭირდება, ამიტომ ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზადების გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციურ ვალდებულებების შესრულება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდება გამოცხადებისთანავე. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გამოვცემ დეკრეტს, რომლის შესაბამისად საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები, საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა. ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟმის დარღვევისთვის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 21 აპრილამდე. ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვები გამომდინარეობს შექმნილი მდგომარეობიდან. შეზღუდვების დაწესებისას მაქსიმალურად გათვალიწინებული იყო ჩვენი დემოკრატიული პრინციპები და არ შეიზღუდა არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლებები, რათა მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად შეძლონ თავისი ვალდებულებების შესრულება და საზოგადოების ინფორმირება. ასევე დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის სრული კარანტინი და კომენდანტის საათის გამოცხადება. ამ ბრძოლის ახალ ეტაპზე მოქალაქეთა პასუხისმგებლობა და თვითშეგნება აუცილებელია საგანგებო რეჟიმის წარმატებისთვის და განაპირობებს იმას, რომ შემდეგ ეტაპზე არ დაგვჭირდეს ამ რეჟიმის გამკაცრება. ყველა მოქალაქეს ვთხოვ, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დაიცვან სიფრთხილე და სოციალური დისტანცირების ნორმები შეინარჩუნონ. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ ერთიანობით და თვითშეგნებით”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. #მარნეული #საქართველო #კორონავირუსი #კოვიდ19
Lasha Lasha
Kutaisi, Georgia · 3 months ago
გიორგი გახარიას განცხადება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღეს: 1. შეჩერდა სასწავლო პროცესი; 2. ჯარში გაწვევა; 3. საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი დისტანციური მუშაობის და ელექტრონული სერვისების მიწოდების რეჟიმზეა გადასული; 4. იგივე რეკომენდაცია გაიცა კერძო სექტორის მიმართ; 5. ეტაპობრივად შეიზღუდა როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მიმოსვლა, აიკრძალა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში შემოსვლა; 6. დაწესდა საკარანტინო პროცედურები, გამჯაცრდა თვითიზოლაციის დაცვის კონტროლი; 7. დაიხურა სამთო-სათხილამურო კურორტები,; 8. აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა; 9. შეწყდა სხვადასხვა სახის მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება - როგორც კულტურული, ისე სპორტული; 10. გაიცა სავაჭრო ობიექტების დახურვის რეკომენდაციები, გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ფარგლებში განსაზღვრული ობიექტების და სურსათისა და სააფთიაქო და საბანკო მომსახურებისა. „საზოგადოებამ იცის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ჯერ კიდევ პირველი შემთხვევა გამოვლინდა 26 თებერვალს. დღეს არის 21 მარტი და უკვე 48 ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. 2300 ადამიანზე მეტი საკარანტინო ზონაში და ბევრი თვითიზოლაციაში იმყოფება. შესაბამისად, თავიდანვე შევქმენით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები - კონკრეტული შედეგების მისაღწევად,'' - აღნიშნა გიორგი გახარიამ. #politics #news #კორონავირუსი #coronavirus
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
მთავრობა საზოგადოებას და ბიზნესსექტორს მიმართავს, მკაცრად დაიცვან მიღებული მითითებები
მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მექანიზმები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის პრესსამსაურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ მიზნობრივ ეკონომიკურ გეგმაზე, რომელზეც პრემიერის დავალებით ეკონომიკური გუნდი მუშაობს და რომლის მიზანია, მთავრობა მაქსიმალურად დაეხმაროს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც, შექმნილი ვითარების გამო შემოსავლის წყარო დაკარგეს, ასევე მხარი დაუჭიროს ქართულ ბიზნესს კრიზისის გადალახვაში. „ეკონომიკის სექტორების შემდგომი მხარდაჭერის პაკეტის შემუშავების პროცესში, მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად თანამშრომლობს უმსხვილეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის დამატებითი მატერიალური რესურსების მობილიზების მიმართულებით. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ შეფერხდება. შეხვედრაზე ისაუბრეს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულების პროცესში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის რეგიონებში მოქმედ ღია აგრარულ ბაზრობებზე. აღინიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს სავალდებულო წესების შესრულებას, ვინაიდან, როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის აგრარულ ბაზრობებზე დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცირების ნორმები. ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, საკუთარი სპეცტექნიკით, საქართველოს მასშტაბით სასურსათო ბაზრობებზე დეზინფიცირების სამუშაოებს ჩაატარებს“,-ნათქვამია ინფორმაციაში. მათივე განმარტებით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების ადგილობრივ წარმოებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ კუთხით წარმოება უკვე გამართულია და 23 მარტიდან დაიწყება პირბადეების დარიგება 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცებისთვის, შემდეგ კი თანდათან კერძო სექტორის ყველა პრიორიტეტული ჯგუფისთვის, რომელიც უშუალოდ მოქალაქეებს ემსახურება. „განიხილეს საკარანტინო სივრცეების დამატებით მოძიების აუცილებლობა, რამდენადაც მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან სამშობლოში დაბრუნებული ყველა მოქალაქე სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლის. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვს დამატებითი საკარანტინო სივრცეების მობილიზებას, რაზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შენელება, შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება გაწერილი გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად განხორციელდება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მთავრობის ის გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმად, მეზობელი სახელმწიფოებიდან საქართველოში შემოსვლა მოქალაქეებს მხოლოდ ლარსის, სადახლოს, წითელი ხიდის და სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით შეუძლიათ. აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო მოძრაობაზე. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, მეტი ეფექტურობის მიზნით, დაყოფილია ჯანდაცვის, ეკონომიკურ და სამართალდაცვით თემატურ ჯგუფებად და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით რეგულარულად იკრიბება. შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობენ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეები“,-ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. #მთავრობა #საქართველო #კორონავირუსი #ბიზნესი
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დაწესდეს
შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი შეზღუდვები, ასევე გადაიხედოს ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადა. შესაბამისად, აუცილებელია, ყველამ მკაცრად დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები და უსაფრთხოების ნორმები, მათ შორის - პირბადეების გამოყენება და სოციალური დისტანცია. "მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ღონისძიებების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი დღეიდან დაიწყო. აღნიშნული ეტაპი გულისხმობს მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით თავისუფალ გადაადგილებას და ტაქსების ოპერირებას. დღეიდან დაშვებულია ყველა ტიპის ონლაინვაჭრობა - როგორც საბითუმო, ისე საცალო. ასევე, დღეიდან სრულად დაშვებულია მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და საქმიანობას განაგრძობენ ღია ტიპის აგრარული ბაზრებიც. ყველა შემთხვევაში სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების მიერ დადგენილი წესების გათვალისწინება, რომელთა დარღვევა მუშაობის უფლების შეჩერებას გამოიწვევს. ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება. მათ შორის, ძალაშია "კომენდანტის საათის" მოქმედება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, აკრძალულია თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა. თუმცა, დღეს და ხვალ - 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ამ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა, მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ხოლო რეგისტრაციის - იურიდიულ მისამართზე დაბრუნებას მოქალაქეები ნებისმიერ დღეს შეძლებენ. ამასთან, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები. სხდომაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ მიზნობრივ სოციალურ და ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის ფარგლებში, თითოეული დარგობრივი სამინისტრო მიმდინარე კვირას დეტალურ პრეზენტაციებს გამართავს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, სამინისტროები წარადგენენ გეგმის შესაბამისად გაწერილ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლის მიხედვითაც დაიწყება ანტიკრიზისული გეგმის პრაქტიკული განხორციელება - მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა მოქალაქეებისთვის და ასევე, მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება კერძო სექტორისთვის", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.#კორონავირუსი #უწყებათაშორისოსაბჭო #სხდომა #მთავრობა #tbilisidaily
Sandro Dzneladze
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება
ამის შესახებ გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფიგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით გადაწყვეტილება უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიიღეს. ამ ეპატზე საქართველოში COVID-19-ის 34 შემთხვევაა დადასტურებული. ერთი ახალი დაინფიცირების ფაქტი დღეს დილით გამოვლინდა. #politics #news #კორონავირუსი #coronavirus