რატი იონათამიშვილი: ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს

ByOn.geGeorgia
0
ქართული ოცნების დეპუტატის, რატი იონათამიშვილის აზრით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს. მისივე თქმით, ეს დაკავშირებული იქნება როგორც საზოგადოების ჯანმრთელობასთან, ასევე ქვეყნის კეთილდღეობასთან. "როდესაც ჩვენი ქვეყნა კრიზისულ ფაზაში შედის, საგანგებო მდგომარეობის შეცვლა არასწორი გადაწყვეტილება იქნება", — განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე მოქმედებს. გაახანგრძლივებს თუ არა ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს რამდენიმე დღეში კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.
#news
#politics
#Coronavirus
ByOn.geGeorgia
0