აბბა ალავერდელ მიტროპოლიტს, მეუფე დავითს ჰგონია, რომ სასულიერო პირის ინფიცირების მიუხედავად, მრევლმა ეკლესიაში სიარული უნდა განაგრძოს. მისი აზრით, 1 სასულიერო პირის ინფიცირების გამო მრევლისთვის რამის აკრძალვა არასწორია.
"ყველამ უნდა დაიცვას ექიმის რჩევისამებრ ის სიფრთხილე, რაც თითოეულ ავადმყოფს ევალება. გაქვს სიცხე, არ უნდა წახვიდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს საყოველთაო გაფიცვას, რომ არ მივიდეთ ან ტაძარში ან სამსახურში. ამას ისეთი გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მე არ ვიცი რა შეზღუდვა შეიძლება მოჰყვეს ამ ერთ ფაქტს. ის, რომ ახლა ამ ერთი სასულიერო პირის ავადობამ გამოიწვიოს ის, რომ მრევლს ავუკრძალოთ, არ იქნება მართალი", — განუცხადა მან რუსთავი 2-ს .
#news
#religion
#Covid19