Daily Telegraph: საყოველთაო კარანტინის შემდეგ ფრენების გაძვირება მოსალოდნელია

0
ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით საკარანტინო შეზღუდვების გაუქმების შემდეგ, საერთაშორისო ფრენების ღირებულება შესაძლოა გაორმაგდეს. ზემოხსენებული ინფორმაცია ავიაგადაზიდვების ინდუსტრიის წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება, რომლის თქმით, ავიაკომპანიები მგზავრებს, თვითმფრინავის ბორტზე დისტანციის აუცილებელი წესების დაცვით განათავსებს და ადგილების შეზღუდულ რაოდენობას გაყიდის. ჯერჯერობით უცნობია რამდენხანს გაგრძელდება მსგავსი მიდგომა.
#headline
#dailytelegraph
#coronavirus
#stopcovid19
#flight
0