ცხოვრება... ჩემი პირადი ომია!!!

0
თავისუფლება_ სულაც არ ნიშნავს მშვიდ ცხოვრებას, თავისუფლების ძიებისას ვერასოდეს იქნები კომფორტულად. თავისუფლება_ დაბადებიდან... გარდაცვალებამდე ბრძოლაა! თავისუფლება_ სულაც არ ნიშნავს პასუხისმგებლობებისგან განთავისუფლებას. თავისუფლების მოპოვებას ისეთივე ორგანიზება სჭირდება, როგორც ნებისმიერ მუშა პროცესს. თავისუფლება_ რეალური სამყაროს აღქმაა, გარდაუვალი ტკივილი, სტრესი, იმედგაცრუება, დაპირისპირება, წინააღმდეგობა, შეცდომები, მარცხი, გამარჯვება, მარცხი, გამარჯვება, მარცხი, გამარჯვება, მარცხი, გამარჯვება, ტირილი, სიხარული, ტირილი, სიხარული, ტირილი, სიხარული, ტირილი, სიხარული.... მუდმივი კარდიოგრამული მოძრაობა, სიცოცხლის ფეთქვა! თავისუფლება_ უწყვეტი მოძრაობაა უსასრულობისაკენ. თავისუფლება_ გამომუშავებული რეფლექსებია, რომლებიც მხოლოდ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით გამომუშავდება. თავისუფლება_ არ ნიშნავს პასუხისმგებლობა მოხსნილ თავისუფალ "მე"_ს. თავისუფლებას ხელმძღვანელობა სჭირდება! შენ უნდა უხელმძღვანელო შენს თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ს ! ეს შენი პირადი ომია! თუ ხედავ, რომ არ ხარ იმდენად თავისუფალი, მაშინ დაემორჩილე მას, ვინც თავისუფლების საფუძვლებს იცავს! ასეთი მ ო რ ჩ ი ლ ე ბ ა ც თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ა ! ! ! გახსოვდეს !!!_ თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა უხერხულობების მუდმივი გადალახვაა, სადაც იწრთობი და ყალიბდები, სადაც გამოგიმუშავდება რეფლექსები, იძენ გამოცდილებას, ხდები ძლიერი სულისკვეთების და იმარჯვებ გამოწვევებზე. სწორედ ასეთ ძალას ეწოდება თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი. როდესაც ადამიანი განთავისუფლებულია ყოველგვარი შიშისგან, ეჭვებისგან, ნეგატიური გავლენებისგან და უიმედობისგან. ტკივილი გარდაუვალია! ტანჯვა გარდაუვალია! იმედგაცრუება გარდაუვალია! სინანული გარდაუვალია! გამოწვევა გარდაუვალია! დაპირისპირება გარდაუვალია! დევნა გარდაუვალია! ის მაინც დადგება!!! მოერევი ამ შიშებს, თუ ვერა... იბრძოლებ თავისუფლებისთვის, თუ ვერა... ცხოვრება სასტიკია! მას ვერ გაექცევი. ჯობია ჩაერთო თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ვიდრე ბუნაგიდან იგერიებდე ბოროტების სისასტიკეს. ტკივილი ისეთივე გარდაუვალია, როგორც 2*2=4!
0