ფილმის რეჟისორია სტივ მაკქუინი. ფილმი 9 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, საიდანაც 3 ნომინაციაში გაიმარჯვა. ლუპიტა ნუიონგმა სწორედ ამ ფილმში შესრულებული როლისთვის მიიღო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალისთვის ოსკარი. მაკქუინი პირველი ფერადკანიანი რეჟისორია, რომლის ფილმმაც წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმში მოთხრობილი ამბავი რეალურ ისტორიასაა დაფუძნებული.