31 votes
0 comments
0 shares
Save
ბოლნისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
142 views
Gode Marr
Tbilisi · 2 months ago

ბოლნისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათი დაინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში არიან.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 შემთხვევაა დადასტურებული.


Gode Marr
Tbilisi · 2 months ago
Similar Posts
Gode Marr
Tbilisi, Georgia · 2 months ago
21 დოლარი 120 ჩასუნთქვისთვის: როგორ გამოიმუშავებენ შვეიცარიელები ფულს ალპიური ჰაერისგან
ალპების ატმოსფეროს ჩასუნთქვა ახლა უკვე ყოველ მსურველს შეუძლია. შვეიცარიელებმა უჩვეულო სტარტაპი ჩაუშვეს: კომპანიამ Swiss Alpine Air მთის ჰაერის გაყიდვა დაიწყო ინტერნეტით. „ყოველ წელს შვეიცაიის ალპებში ტურისტები ჩამოდიან, რათა დატკბნენ არაჩვეულებრივი ხედებით და ჩაისუნთქონ მთის სუფთა ჰაერი, – ნათქვამია კომპანიის საიტზე. – ეს უბრალოდ სუფთა ჰაერის ექსპორტია, რომელიც გაგვაჩნია. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ შვეიცარიული წყლის, შოკოლადისა და ყველის ექსპოტრს. მაშ, რატომ არ უნდა დაგვეწყო ჰაერის ექსპორტი? ეს გახლავთ მსოფლიოში საუკეთესო ჰაერი“. საიტზე შესაძლებელია ბალონის შეძენა, რომელშიც 7 ლიტრი ალპიური მთლის ჰაერია ჩატუმბული – დაახლოებით 120 ამოსუნთქვა ან ინჰალაციის 10 წუთი. ყოველ ბალონს, რომლის ღირებულება 21 დოლარია, მოჰყვება ინდივიდუალური ნიღაბი. ახლა, დასახლება ედლიბახის მცხოვრებლები ეძებენ ინვერსორს პროექტისთვის. კომპანიის საიტზე ვარაუდს გამოთქვამენ, რომ მთის ჰაერის ძირითადი მყიდველები ჩინელები გახდებიან, რომლებსაც ყველაზე მეტად აწუხებთ დაბინძურებული ატმოსფეროს პრობლემა. ახლა, დასახლება ედლიბახის მცხოვრებლები ეძებენ ინვერსორს პროექტისთვის. კომპანიის საიტზე ვარაუდს გამოთქვამენ, რომ მთის ჰაერის ძირითადი მყიდველები ჩინელები გახდებიან, რომლებსაც ყველაზე მეტად აწუხებთ დაბინძურებული ატმოსფეროს პრობლემა. vახლა, დასახლება ედლიბახის მცხოვრებლები ეძებენ ინვერსორს პროექტისთვის. კომპანიის საიტზე ვარაუდს გამოთქვამენ, რომ მთის ჰაერის ძირითადი მყიდველები ჩინელები გახდებიან, რომლებსაც ყველაზე მეტად აწუხებთ დაბინძურებული ატმოსფეროს პრობლემა. ახლა, დასახლება ედლიბახის მცხოვრებლები ეძებენ ინვერსორს პროექტისთვის. კომპანიის საიტზე ვარაუდს გამოთქვამენ, რომ მთის ჰაერის ძირითადი მყიდველები ჩინელები გახდებიან, რომლებსაც ყველაზე მეტად აწუხებთ დაბინძურებული ატმოსფეროს პრობლემა.
Gode Marr
Tbilisi, Georgia · 2 months ago
დედაენის დღეს გილოცავთ!
,,ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ, შენ ჩვენო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ, შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო, შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა, შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან. ნათესავს ათასს მეგობარს ათასს, მრუდსა და მართალს, მტერთა და ძმათა დავშორდი, მორჩა, ყველა მოთავდა, მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა, მხოლოდ შენ უკვდავს, მხოლოდ შენ მარადს, შენ – ერთს, შენ ვერ გთმობ სამარის კარად. თუ რამ მზე მწამდა, თუ რამ მზე მწვავდა, უტკბილეს დღეთა უტკბილეს წამთა, უტკბესი შენ ხარ, ენას დედაო, შენ, მწარე ლხინო, ტკბილო სევდაო, შენ, ყოველის მთქმელო, ყოველის არ მთქმელო, შენ, გმირთა გმირო, ბრძენო ქართველო, წარსული ძეგლო, წინ გამხედავო. ქვესკნელში მძრომო, ცაში მჭვრეტელო. ხან – ფუნჯო ჩემო, ხან – საჭრეთელო, შენ, აკვნის ჰიმნო, ცრემლო სამარის… იბერის ენავ, ენავ თამარის… შენ, ნიჭო ჩემო, სრბოლავ და ფრენავ, დედაო ენავ, დედაო ენავ! დაეცეს, იქნებ სიმაგრე ყველა, მოისრას, იქნებ, ყველა ყმა ველად, დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას, დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას. ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი, ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი, მხოლოდ შენ უჭკნობს, შენ ხატად ქცეულს, რა დრო, რა დასცემს შენს უკვდავ სხეულს? ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ, შენ, ჩემო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ, შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო, შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა, შენ ერთს, შენ ვერ გთმობ სამარის პირთან".
Gode Marr
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ლევ ტოლსტოი —„ომი და მშვიდობა“ მოკლე განხილვა
„ომი და მშვიდობა“ მსოფლიოში ყველაზე უცნაური წიგნია, უცნაური იმიტომ, რომ მგონი ერთადერთი ნაწარმოებია, სადაც ყველა პერსონაჟი, აი, ყველაზე ცუდი პერსონაჟიც კი დადებითია, რაც წარმოუდგენელი ამბავია. წიგნი დაწერილია არისტოტელეს პოეტიკის საწინააღმდეგოდ; საერთოდაც, ამ ნაწარმოებში ლიტერატურის თეორიაა დანგრეული. ტოლსტოი „დამანგრეველია“ და ანგრევს იმით, რომ შემოჰყავს პერსონაჟი — ანდრეი ბოლკონსკი, კაცი, რომელიც ყველაფრით გამორჩეულია: სილამაზე, ხალხის სიყვარული, ვაჟკაცობა, ცოდნა, ერთხელ სიკვდილი, მეორედ სიკვდილი, პატიება, გაგება — წარმოუდგენელი პერსონაჟია; აი ასეთი კაცი მოკლა ტოლსტოიმ და ეს ეპატია. „ომი და მშვიდობა“ წიგნი-გამოცანაა, როგორ მოხდა, რომ ამხელა წიგნი წავიკითხეთ და როგორ ვაპატიეთ, რომ ბოლკონსკი მოგვიკლა!
Gode Marr
Tbilisi, Georgia · 2 months ago
დედამიწის ზედაპირქვეშ სიცოცხლის მასიური ბიოსფერო იმალება. ამ „ბნელი ბიოსფეროს“ მასშტაბი იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე მეცნიერებს წარმოედგინათ.
Gode Marr
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ბოლოს და ბოლოს, ვიპოვეთ ჯორჯთაუნში პარკირების ადგილი
Gode Marr
Tbilisi, Georgia · 2 months ago
XX საუკუნე ცნობილი მწერლის ჯეკ ლონდონის ფოტოობიექტივში
უმეტესობას, ჯეკ ლონდონის სახელის გაგონებისას, ახსენდება, რომ ის პოპულარული ამერიკელი მწერალი, 50-მდე წიგნის ავტორი იყო. სხვებს კი შესაძლოა გაახსენდეთ, რომ ის მოგზაური და საზოგადო მოღვაწეც იყო. თუმცა, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ჯეკ ლონდონი საკმაოდ პროდუქტიული ფოტოგრაფი გახლდათ. ცხოვრების განმავლობაში მან დაახლოებით 12 ათასი ფოტო გადაღო: ისთ ენდის (ლონდონის აღმოსავლეთი ნაწილი) უსახლკაროთა ყოფისა და რუსეთ-იაპონიის ომის ამსახველი კადრები, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილის კუნძულების აბორიგენების პორტრეტები და სან ფრანცისკოში მომხდარი მიწისძვრის დამანგრეველი შედეგების კადრები. თავის ნამუშევრებში ჯეკ ლონდონმა აღქმის ძალა დაანახა და გააშიშვლა ადამიანისადმი თანაგრძნობის, პატივისცემისა და სიყვარულის გრძნობები. 2010 წლამდე, მწერლის ფოტოების უმეტესობა გამოუქვეყნებელი რჩებოდა, სანამ არ გამოიცა ფოტოწიგნი 200 კადრით. მისი ავტორები ჯინ კემპბელ რიზმანი, სარა ეს ჰოდსონი და ფილიპ ადამი გახდნენ. ჯეკ ლონდონი იმ ეპოქაში ცხოვრობდა, როცა ფოტოგრაფიის ახალი ამბების გაშუქების სახით გამოყენება დაიწყეს. ლონდონი გამჭოლი მზერით აფიქსირებდა ისტორიულ მომენტებს იმ დროს მცხოვრები ადამიანების სახით.
Geo News Now
Gori, Georgia · 2 months ago
დაინფიცირებული ექიმების კონტაქტებს ეპიდემიოლოგები ამ დრომდე იკვლევენ
მკვეთრად იზრდება კორონავირუსით ექიმების ინფიცირების შემთხვევები. ბოლნისში კოვიდ-19 ხუთ ექიმს დაუდასტურდა. ხუთივე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელია. ექიმების დაინფიცირების წყარო უცნობია, ამ დროისთვის ეპიდკვლევა მიმდინარეობს. დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ეპიდემიოლოგები ამ დრომდე ცდილობენ დაადგინონ ხუთი ექიმის ინფიცირების წყარო და მათი კონტაქტების რაოდენობა. ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი აცხადებს, რომ ექიმების კონტაქტების ძირითადი ნაწილი გამოკვლეულია მათი უმეტესობა უკვე კარანტინში და თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. "ყველა თანამშრომელი გადაყვანილია თვითიზოლაციის და კარანტინის რეჟიმზე. ამ ეტაპზე ძირითადი კონტაქტები ვიცით ისინი თვითიზოლაციის და კარანტინის რეჟიმზე არიან გადაყვანილები,"- განაცხადა გოგი მეშველიანმა
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ბოლნისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა
ბოლნისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, ამ დრომდე უცნობია ამ პირთა დაინფიცირების წყარო და მიმდინარეობს ინფიცირებულ მედპერსონალთან კონტაქტში მყოფი პირების კვლევა. ინფიცირებული მედპერსონალის კონტაქტების ნაწილი თვითიზოლაციის რეჟიმშია გადაყვანილი.
Gode Marr
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ლილი ესლი ედვარდიანული ერის ინგლისელი მსახიობი და მომღერალი გახლდათ. გოგონა განთქმული იყო თავისი ბევძნული პროფილით, ღრმა თვალებითა და გრაციოზული მიხვრა-მოხვრით. ფრანც ლეგარის ოპერეტაში (1907 წ.) შესრულებულმა მხიარული ქვრივის როლმა ის ნამდვილ ვარსკვლავად აქცია.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ბოლნისში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს დაუდასტურდა
ბოლნისში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელი დაინფიცირდა. ინფიცირებულები კარანტინში იმყოფებოდნენ. ჯამში, ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 93 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 511 ფაქტია დადასტურებული, მათგან 156 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში, კორონავირუსის გამო, 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებებიც და დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა.