19 სექტემბერს მსოფლიოში პირველად ქალთათვის საარჩევნო უფლება დააკანონა ახალი ზელანდიის პარლამენტმა

1
📜 1893 წლის 19 სექტემბერს მსოფლიოში პირველად ქალთათვის საარჩევნო უფლება დააკანონა იმჟამად დიდი ბრიტანეთის თვითმმართველი (1856 წლიდან) კოლონიის ახალი ზელანდიის პარლამენტმა (ახალმა ზელანდიამ საკუთარი პარლამენტი პირველად აირჩია1854 წელს). 🔺 ქალთათვის საარჩევნო უფლების დაკანონების ინიციატორი იყო, 1891 წელს დაფუძნებული ახალი ზელანდიის ლიბერალური პარტიის ლიდერი, 1891–1893 წლებში ახალი ზელანდიის მე–14 პრემიერ–მინისტრი ჯონ ბალანსი (1839–1893 წლები). იგი ვერ მოესწრო თავის ამ ინციატივის განხორციელებას, რადგან მძიმე ქირურგიული ოპერაცია ვერ გადაიტანა. 💥 ახალი ზელანდიის პარლამენტმა ჯონ ბალანსის წამოწყება წარმატებით დააგვირგვინა და პირველად მსოფლიოში ქალებმა მიიღეს საარჩევნო უფლება. 📌 დანართი 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან ზუსტად 6 თვეში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულება დაამტკიცა, სადაც ჩაიწერა, რომ : 💬 „დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს რესპუბლიკის ორივე სქესის მოქალაქეთ, თუ არჩევნების დღისთვის ოცი წელი შეუსრულდებათ.“ 📢 ამით, ფაქტობრივად, საქართველო რიგით მერვე ქვეყანა გახდა, სადაც ქალებს არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება მიეცათ. 🗳 1919 წლის 14–17 თებერვალს გამართულ საქართველოს დემოკრატიული რეპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნებში, საქართველოს ქალებმა მონაწილეობა მიიღეს, როგორც ამომრჩევლებმა და როგორც კანდიდატებმა. სხვადასხვა პარტიის სახელით კენჭს ოცზე მეტი ქალი იყრიდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (130 მანდატი) წევრად არჩეულ იქნა 5 ქალი. ყველა მათგანი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.
#დღისამბავი
1