რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი ერთ-ერთი სასულიერო პირის ოჯახის წევრს დაუდასტურდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141413 რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი დაუდასტურდა პაციენტს, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული სასულიერო პირის ოჯახის წევრია. ლევან გოფოძის განცხადებით, ინფიცირებული რესპუბლიკურიდან სწორედ ინფექციურში გადაიყვანეს, ვინაიდან მისი ოჯახის წევრი იქ მკურნალობს. „სასულიერო პირი ჩვენთან არ შემოსულა. მე როგორც ვიცი, ის თავიდანვე ინფექციურ საავადმყოფოში იყო. ჩვენთან მოხვდა მისი ოჯახის წევრი, რომლის ტესტირების შემდგომაც აღმოჩნდა, რომ დადებითია კოვიდ ინფექცია და გუშინ სწორედ ამ ადამიანის გადაყვანა მოხდა ინფექციურ საავადმყოფოში, რადგან ბუნებრივია, ოჯახის წევრია იქ“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
0