4 ქუთაისელი მწერალი, რომელსაც ქართული ენის განვითარებაში დიდ წვლილი მიუძღვის

0
"ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, ქუთაისს ისეთი მწერლები ჰყავს“, - ამბობს აკა მორჩილაძე და მეც ასე ვიტყვი, ყოველგვარი შესავლის გარეშე შეგახსენებთ იმ ქუთაისელები მწერლების ვინაობას, რომლებიც მუდამ ქართული ენის სადარაჯოზე იდგნენ: 1. ტიციან ტაბიძე ქუთაისში არ დაბადებულა, თუმცა თითქმის მთელი მისი ცხოვრება ამ ქალაქსა და ერთ კონკრეტულ სკვერს უკავშირდება, რომელზეც ქვემოთ გიამბობთ. ტიციან ტაბიძე 1895 წლის 2 აპრილს სოფელ ჭყვიშში დაიბადა. მან ჯერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ კლასიკური გიმნაზია და ვაჟთა გიმნაზია დაამთავრა. 1913 წელს ქუთაისიდან სასწავლებლად მოსკოვში გაემგზავრა, შემდეგ კი მცირე ხნით თბილისში გაზეთ „საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. ის დაუფარავად წერდა ქვეყანაში არსებულ რეალობასა და პრობლემებზე. ტიციანის აქტიური მონაწილეობით დაარსდა ლიტერატურული ჯგუფი „ცისფერი ყანწები“ და ამავე სახელწოდების ჟურნალი. ამ პერიოდში ქუთაისი ქართული ავანგარდული აზროვნების კერა იყო. ახალგაზრდები ქუთაისში , „ოქროს ჩარდახში“ ჭადრის ხესთან მართავდნენ პოეზიის საღამოებს. ტიციანი 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. მეორე ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირში, თოვლიან ქარბუქში მიტოვეს. 2. პაოლო იაშვილი მწერალთა კავშირის დაარსების დღიდან პაოლო იაშვილის მთავარ საზრუნავად ქართული მწერლობის დაცვა გახდა. . უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები". 3. სამსონ ფირცხალა 1872 წლის 4 მარტს. ქუთაისის მაზრაში, სოფელ მათხოჯში დაიბადა . 1902–1910 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი და საქმეთა მმართველი გახლდათ. ამ კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციას კი ქართული ენის გადარჩენაში უდიდესი წვლილი მიუძრვის. 1906 წელს ჟურნალისტური საქმინობის, გურიის გლეხთა მოძრაობისა და რევოლუციის გაშუქების მიზეზით დააპატიმრეს, თუმცა ეს მის ცხოვრებაში პატიმრობის ერთადერთი პერიოდი არ ყოფილა. 80 წლის ასაკში ის ანტისაბჭოური წერილების წერის ბრალდებით დააკავეს. დაუძლურებული სამსონი ციხეში გაარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლებამდე ის სტატიებს სხვადასხვა გაზეთებში აქვეყნებდა. 4. ისიდორე კვიცარიძე ისიდორე იყო პირველი , ვინც საქართველოს შესახებ რუსულ პრესაში ცნობების სისტემატური განთავსება და რუსი მკითხველისათვის ქართული საზოგადოებრივი პროცესების გაცნობა დაიწყო. 1905 წელს პრესის კანტორა „კოლხიდა“ დააარსა, რომლის მიზანი ღირებული ლიტერატურის გავრცელება იყო. 1907 წელს ხელისუფლებამ "კოლხიდა" დახურა და მოგვიანებით ისიდორეც დააპატიმრეს. მას 1 წელი მიესაჯა. გათავისუფლების შემდეგ, ისიდორე კვლავ არ ემორჩილებოდა ხელისუფლების წესებს და ცენზურის მხრიდან მუდმივი შევიწროების მიუხედავად, პრესის ახალი კანტორა "იმერეთი" დააარსა. 1937 წლის 14 დეკემბერს ისიდორეს საზღვარგარეთ მყოფ თანაპარტიელებთან არალეგალური კავშირისა , მათთვის საქართველოს შესახებ ცნობების მიწოდებისა და საზღვარგარეთიდან არალეგალური ლიტერატურის მიღება-გავრცელების ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მომდევნო ღამეს აღასრულეს.
#ქუთაისელიმწერლები
#
ტიციანტაბიძე
#პაოლოიაშვილი
#ისიდორეკვიცარიძე
#
სამსონფირცხალავა
#kutaisidaily
0