ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის ფონზე

0
როგორც საზოგადოებისთვისაა ცნოილი, 13 აპრილს გორის მერობის და მაჟორიტარობის ყოფილ კანდიდატს, ირაკლი ოქრუაშვილს, სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საქმეზე, რომელიც ეხებოდა 20 - 21 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ ცნობილ მოვლენებში მონაწილეობას. კერძოდ სასამართლომ ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო: „ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისათვის, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა“, საქმეში. ამბავი, რომელიც არ შეიძლება, ერთ ჩვეულებრივ სასამართლო პროცესად ჩაითვალოს მცირე ისტორიულ შესავალს საჭიროებს. კონტექსტი რომელიც თან ახლავს 20-21 ივნისის საპროტესტო აქციებს და მას შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, დამატებით წონას სძენს, გავრილოვის ღამეს და მის შემდგომ დაკავებულ ადამიანების პროცესს. გასული წლის 20 ივნისის შემდგომ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ტემპერატურა და დუღილი, რომელიც ყველაზე მძლავრად პანდემიამდე შეიგრძნობოდა, ნელ-ნელა გასცდა ქვეყნის საზღვრებს და მკაცრი შეფასებები საერთაშორის პარტნიორებისგანაც წამოვიდა. გაჩნდა კითხვები, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობის და სასამართლოს, როგორც პოლიტიკური ზემოქმედების იარაღად გამოყენების შესახებ. განსაკუთრებით გამწვავდა ვითარება, ხელისუფლების მხრიდან, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების დაპირების ჩაგდების შემდგომ. ყოველივე ამას მოჰყვა, მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება. ქვეყანაში შეიქმნა კრიზისული ვითარება. ვერ ხდებოდა შეჯერება საარჩევნო სისტემაზე. ხელისუფლება არ აღიარებდა საკონსტიტუციო ცვლილების განზრახ ჩაგდებას, ისევე როგორც 20 ივნისის და შემდგომი პერიოდს დაპატიმრებულთა მიმართ, პოლიტიკურ ანგარიშწორებას. არსებული კრიზისიდან გამოსავლისთვის კი დაიწყო პარტნიორი ქვეყნების ელჩების მონაწილეობით, შეხვედრების ორგანიზება ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, მოლაპარაკებები მძიმე და ხანგრძლივი იყო, საბოლოოდ კი აშშ-ს ელჩისა და ევროკავშირის წარმომადგენლის ხელშეწყობით, მიღწეულ იქნა დოკუმენტზე ხელმოწერა, რომლის ერთ-ერთი პუქტი, სასამართლოს და პროკურატურის პოლიტიკური მიზნით გამოყენების დაუშვებლობას გულისხმობდა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, სწორედ 20 ივნისის შემდგომ დაპატიმრებულტა გათავისუფლებას გულისხმობდა. სწორედ ამ დოკუმენტზე შეთანხმების შემდგომ მოხდა გავრილოვის ღამის საქმეზე დაკავებული, ბესიკ თამლიანის გათავისუფლება და შეიქმნა განცდა, რომ აღნიშნული პროცესი გაგრძელდებოდა, მათ შორის გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში, თუმცა მალევე დაიწყო ახალი კორონავირუსის პანდემია და როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგი შეიცვალა. გუშინ სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდა და ოპოზიციას ამ ყველაფერზე მკვეთრი რეაქცია ჰქონდა, მათ შორის ე.წ. პანდემიისას აღებულ მორატორიუმზე უარის თქმის თუ იმ შეთანხმებიდან გასვლიდან, რომელიც მძიმე მოლაპარაკებების გზით იქნა მიღწეული. ფაქტია, შეიქმნა განცდა, რომ ხელისუფლებამ, როგორც პროპორციულ არჩევნების დაპირების ჩაგდების შემდგომ, მეორედ თქვა გარკვეულ შეთანხმების შესრულებაზე უარი და ეს იმ ვითარებაში, როდესაც ჰქონდათ რწმენა, რომ დასავლელ პარტნიორებს მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე საქართველოსთვის არ ეცალათ. თუმცა დღეს განცხადება გააკეთა აშშ-ს საელჩოს და მისი შინაარსი, სწორედ ამყარებს ზემოთ გამოთქმულ ეჭვებს: „ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება.“ საეჭვოა, აღნიშნული საკიტხზე პოზიციის დაფიქსირება, მხოლოდ აშშ-ს მხრიდან ამოიწუროს და მოლაპარაკებების მეორე თავდები ევროკავშირის მხრიდანაც მოყვება, თუმცა აქ კიდევ ერთი საკითხია, რომელიც როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს უდნა გვაფიქრებდეს და გვაწუხებდეს. რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს კორონა ვირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობა, საკარანტინო რეჟიმი თუ კომენდატის საათი, ფაქტია ჩვენი ქვეყანა ღრმა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება. ჩვენ ეკონომიკა ძალიან სუსტია, მკვეთრად ჩამოუვარდება მთელ რიგ ასპექტებში, თანამედროვე განვიტარებულ ეკონომიკებს და სწორედ ასეთი ქვეყენბი აღმოჩნდებიან მოწყვლადები, პანდემიის გადავლის შემდგომ. ჩვენ არ ვართ ისეთი მძლავრი კავშირის წევრი, როგორიც ევვროკავშირია და სწორედ, აქ აუცილებელია ისეთი პარტნიორების მხარდაჭერა, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი თუ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებია და სწორედ ამის ფონზე, სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება, დიდი და სახიფათო გამოწვევების წინაშე გვაყენებს, პარტნიორებთან ურთიერთობაში თუ იმ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის მხრი, რომელშიც ჩვენი ქვეყანა, არათუ აღმოჩნდება, არამედ უკვე დღეს არის.
#გორი
#სასამართლო
#კორონავირუსი
#ირაკლიოქრუაშვილი
#გავრილოვისღამე
#პოლიტპატიმრები
#აშშ
#goridaily
0