საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდება

0
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე უნდა გახანგრძლივდეს. პრემიერი პრეზიდენტს მოუწოდებს პარლამენტს ამ წინადადებით უახლოეს დღეებში მიმართოს. „ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თაობაზე. ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც მისაღებია სასწრაფოდ იმისთვის, რომ ვირუსის, როგორც გეოგრაფიული გავრცელების, ისე მისი სისწრაფის შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ, “- განაცხადა გიორგი გახარიამ.
#გიორგიგახარია
#საგანგებომდგომარეობა
#პრეზიდენტი
#კორონავირუსი
#tbilisidaily
0