კარანტინი შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს, სოციალური დისტანციის დაცვა დიდი ხანი მოგვიწევს — გახარია

ByOn.geGeorgia
0
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, არსებული სიტუაცია არ არის კრიზისი, რომელიც ერთ თვეში დასრულდება. მისი თქმით, ეს არის ვირუსი, რომელსაც უნდა შევეგუოთ, რომელთან ერთად, ცხოვრება და მუშაობა უნდა ვისწავლოთ. "ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის კრიზისი, რომელშიც ყველას მოგვიწევს ყოფნა მინიმუმ ერთი წელი, წელიწად-ნახევარი. [...] სოციალური დისტანციის დაცვა მოგვიწევს ძაან დიდი ხანი კიდევ. შეზღუდვა ჩვენი მოხუცებულებისთვის, ჩვენი მშობლებისთვის, კარანტინი შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს. ჩვენ შეიძლება ეკონომიკა გავხსნათ, კომპანიებს მივცეთ მუშაობის საშუალება, მაგრამ 65 წელს ზევით ადამიანები შეიძლება კარანტინში დარჩნენ კიდევ ბევრი თვეები. ამას ყველაფერს სჭირდება გათვალისწინება", — განაცხადა მან.
#news
#politics
ByOn.geGeorgia
0