ახალგაზრდების მიერ შემუშავებული სერვისი, "Covid-19: შეუკვეთე, მიიღე და გააგზავნე ", ზუგდიდში.

0
ახალგაზრდების მიერ შემუშავებული სერვისი, "Covid-19: შეუკვეთე, მიიღე და გააგზავნე ", ზუგდიდში. მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემია მოსახლეობას ჩვეულ რიტმში ცხოვრების გაგრძელების საშუალებას არ აძლევს. რეკომენდირებულია სახლში დარჩენა, რის გამოც ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს კომპანიის შექმნა "ქომუ.გე", რომლის მთავარი დანიშნულებაა მოსახლეობამ შეკვეთილი პროდუქტი მიიღოს ან გააგზავნოს ნებისმიერ პუნქტზე. სახელთან დაკავშირებით კომპანიის იურისტი ელენე როგავა ამბობს: " "ქომუ" მეგრული სიტყვაა და ქართულად მომეცის ნიშნავს, - "თანაც კარგად ჟღერს და ამიტომაც დავარქვით ასე." ელენე როგავა განაცხადებას აკეთებს : "ჩვენ ახლა პანდემიასთან ბრძოლის პირობებში ვიმყოფებით. დაწესებულია შეზღუდვები და მოსახლეობას აქვს რეკომენდაცია დარჩნენ სახლში. სწორედ ამ პირობების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვექმნა კომპანია, რომელიც ეხმარება მოსახლეობას მიიღოს სახლში ის, რაც სურს. 2020 წლის 15 მაისამდე, სანამ პანდემიის პერიოდია, ქალაქის ტერიტორიაზე სერვისის ღირებულება 2 ლარი იქნება" დაცულია უსაფრთხოების ზომები კურიერების მიერ, ამასთან ისინი გადიან თერმოსკრინინგს. კურიერები აღჭურვილები არიან ნიღბებით და ხელთათმანებით. ყოველი მიტანის შემდეგ ტარდება ყუთების დეზინფექცია, დღის ბოლოს კი ფულის დეზინფექცია. კომპანიაში განაცხადეს, რომ ახლა "ქომუს" საშუალებით, საკვები პროდუქტების შეძენაა შესაძლებელი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყველა სავაჭრო ობიექტი გაიხსნება, მომხმარებელს ვებ გვერდზე სხვდასხვა პროდუქციის შერჩევის არჩევანი ექნება. იხილეთ ვებ-გვერდი: https://www.qomu.ge/
#ზუგდიდი
#ახალგაზრდები
#ინიციატივა
#ქომუ
#კორონავირუსი
#პანდემია
#კომპანია
#zugdididaily
0