გიორგი გახარია სრული კარანტინის გამოცხადებას არ გამორიცხავს
1384 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago

24- საათიანი სრული კარანტინის გამოცხადების დამოკიდებული იქნება, თუ რამდენად გაიზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი და შეძლებს თუ არა, ჯანდაცვის სისტემა ბევრი ინფიცირებულის ერთდროულად მიღებას.

იმედი გვაქვს, არ მივალთ ინფიცირებულების იმ რაოდენობასა და გავრცელების ისეთ სისწრაფეზე, როდესაც სრული კარანტინის გამოცხადება მოგვიწევს. თუმცა, ამას არ გამოვრიცხავ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვენლოვანია ინფექციის განვითარების სისწრაფე. ყველაფერს, რასაც ახლა ვაკეთებთ, იმისთვის არის, რომ ამ სისწრაფის რეგულირება მოვახდინოთ. ყველაფერი ყოველდღიურად იცვლება. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ, რომ გამოწვევებიდან გამომდინარე ვუპასუხოთ ამ გამოწვეევებს ისე, რომ ეკონომიკის მაქსიმალური გადაკეტვა არ დაგვჭირდეს.

იმედი გვაქვს, არ მივალთ ინფიცირებულების იმ რაოდენობაზე და გავრცელების ისეთ სისწრაფეზე, როდესაც სრული კარანტინის გამოცხადება მოგვიწევს. თუმცა, ამას არ გამოვრიცხავ. ყველაფერი დამოკიდებულია ორ რამეზე. პირველი, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მზაობაზე, რაოდენობრივად რამდენ ინფიცირებულს შეუძლია ერთდროულად მოემსახუროს და მეორე, რა სისწრაფით ვრცელდება ვირუსი. ეს ჩვენთვის დღეს ორი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მდგენელია. ამ მდგენელების განვითარებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება ესა თუ ის გადაწყვეტილება, მათ შორის 24- საათიანი სრული კარანტინის გამოცხადების თაობაზე“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

#გოირგიგახარია #კარანტინი #დარჩისახლში #tbilisidialy
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago
11
Write a comment
Similar Posts