საგარეო უწყების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, გამოიკვეთა ორი ძირითადი მიზანი: უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა ადგილზე და მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში.
, , შემუშავდა სპეციალური კრიტერიუმები და განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ შემდეგ ჯგუფებს: შშმ და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირებს; ფეხმძიმე ქალებს და მცირეწლოვნებს; არასრულწლოვნებს; ხანდაზმულებს (65 წელს მიღწეული); სტიპენდიის გარეშე დარჩენილ სტუდენტებს.
ხდება მოქალაქეების თავშესაფრით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ადგილზე, საელჩოების მიერ საცხოვრებელი ფართების დაქირავება; საკვების/წყლის და სხვა აუცილებელი საჭიროებების (ჰიგიენური, სამედიცინო) დროული მიწოდება. განსაკუთრებული საჭიროებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ასევე, სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის ხელშეწყობა. ადგილზე, სამედიცინო მომსახურების შეზღუდული წვდომის გამო, ჯანდაცვის უწყებასთან თანამშრომლობით დავაფუძნეთ ონლაინ სამედიცინო კონსულტაციების პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოქალაქეები პირდაპირ რეჟიმში იღებენ კვალიფიციურ კონსულტაციებს ექიმი-ინფექციონისტებისაგან (აღნიშნულს - პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად - მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს მოქალაქეების მორალური მხარდაჭერის კუთხითაც). ექიმების ონ-ლაინ კონსულტაციები ჩატარდა: აშშ, ბრიტანეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის.“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება 62 ათასამდე საქართველოს მოქალაქე. მისიე თქმით, დღეისათვის კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 92 მოქალაქეა ინფიცირებული, 9 კი გარდაცვლილი.
„უმრავლეს შემთხვევებში სახეზე გვაქვს დაავადების მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე ფორმები. აღნიშნული სტატისტიკა არაა ზუსტი, რამდენადაც მოქალაქეების დიდი ნაწილი არ ამხელს საკუთარ მდგომარეობას (ან არ აწვდის ინფორმაციას საკონსულო სამსახურებს), “ - განაცხადა ნინუამ.
#საგარეოსაქმეთასამინისტრო
#მიხეილნინუა
#საქართველოსმოქალაქეები
#tbilisidialy