http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141414
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესია, რომლის მოძღვარსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 20 დღით დაიკეტა. ტაძარს და ტაძრის ეზოს ასევე ჩაუტარდა სადენზიფექციო სამუშაოები, ეკლესიის მსახური სასულიერო პირები კი კარანტინში გადავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესიის მოძღვარი, გიორგი პაპავა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მასთან ერთად ვირუსი დაუდგინდა მის დასა და დისშვილსაც.