უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს სასულიერო პირი კორონავირუსით გარდაიცვალა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141427 კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევის-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა. კიევ-პეჩერის ლავრა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მთავარი თაძარია და ის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ექვემდებარება. კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსის 90-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. შემთხვევების მატების გამო 13 აპრილს მონასტერში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა და დაიხურა.
0