ხვალიდან ქუთაისის დატოვება იკრძალება - საკარანტინე შეზღუდვები გამკაცრდა

0
მთავრობამ კარანტინი ათ მაისამდე გაახანგრძლივა და შეზღუდვები გაამკაცრა. ხვალიდან შესვლა-გამოსვლა იკრძალება საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში. ესენია - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. შემდეგი ათი დღე დაუშვებელია ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით ქალაქგარეთ გასვლა. ტრანსპორტით ქალაქში გადაადგილება ნებადართულია. ამის შესახებ განცხადება საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრითინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა: "რა თქმა უნდა, აქ გარკვეული გამონაკლისები იქნება, რომლის დასაკმაყოფილებლადაც ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ცხელ ხაზს, 144", — განაცხადა მან.
#გახარია
#კარანტინი
#kutaisidaily
0