ხუთი პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა - ლევან რატიანი

0
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ხუთი პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი, სტაბილურია. მისივე თქმით, კლინიკაში პაციენტების ნაკადი მომატებულია. „ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 74 კოვიდინფიცირებული პაციენტი. იცით, რომ გაეწერა ორი პაციენტი. შემოსულია რამდენიმე, ყველასთან ჩატარდა კლინიკურ ლაბორატორიული კვლევები, ზოგთან ახლაც მიმდინარეობს. რეანიმაციაში გვყავს რვა პაციენტი, ხუთი მათ შორის არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი ანაიმნაზიურ სიპაპ ვენტილაციაზე. დანარჩენების ზოგადი მდგომარეობბა ამ ეტაპზე სტაბილურად რჩება. მიმდინარეობს 24-საათიანი მონიტორინგი. რაც შეეხება სამი მოზარდის მდგომარეობას, ამ ეტაპზე მკვეთრად დადებითია და არანაირი კლინიკური გამოვლინება არ ვლინდება. ცხრა კვირის ორსულის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. შედარებით მოიმატა ნაკადმა შემოდინების და იმედია, ამ ყველაფერს თავს გავართმევთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
#კორონავირუსი
#ინფიცირებული
#ლევანრატიანი
#tbilisidaily
0