რით აიხსნება ბათუმის ჩაკეტვა?

0
პრემიერ-მინისტრმა გახარიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალიდან, საღამოს 9 საათიდან ბათუმში შესვლა და გამოსვლა იკრძალება. ბათუმთან ერთად მოგზაურობა აიკრზალება რამდენიმე სხვა დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. გახარიას მიაჩნია, რომ ასეთი შეზღუდვები აუცილებელია - „ეს შეზღუდვები არის უზარმაზარი დისკომფორტის მომტანი, როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ასევე ჩვენი შემოსავლებისთვის, კომპანიებისთვის, სამუშაო ადგილებისთვის და ა.შ, მაგრამ ეს არის ის აუცილებლობა, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ და უზარმაზარი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.“ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელებაც. ქალაქებში შესვლა-გამოსვლის აკრძალვა ვირუსის გავრცელების შენელებით აიხსნება. იგივე ზომები მიიღეს ისრაელსა და ისრაელის მიერ ოკუპირებულ პალესტინის ნაწილში. ასევე, იტალიის ცალკეულ ქალაქებსა და კომუნებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების რიცხვი მაღალია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი კი ნარატივს ცვლის. ტედროს გებრეისუსის განცხადებით, ვირუსი ღორის გრიპზე 10-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, თუმცა თუ ქვეყანაში ჯანდაცვის სწორი პოლიტიკა ტარდება, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა შესაძლებელია. გებრეისუსის განცხადებით, შეზღუდვები ერთდროულად არ უნდა მოიხსნას. ბარიერების გაუქმებასა და ეტაპობრივად ცხოვრების ჩვეული წესის გაგრძელებისკენ ავსტრიისა და ჩეხეთის მთავრობები იხრებიან. შვედეთის მთავრობას კი საყოველთაო კარანტინი ან სხვა სახის შეზღუდვები ჯერ არც დაუმოწმებია.
#კორონავირუსი
#ბათუმი
#ჩაკეტილიქალაქი
#BatumiDaily
0