მოსახლეობისთვის დახმარება არა 150 ლარი, არამედ უფრო მეტი იქნება - გიორგი გახარია

0
150 ლარი არ არის საკმარისი. შეუძლებელია, საარსებო მინიმუმი არ გავითვალისწინოთ და იმ ადამიანების ყოველდღიურ დახმარებაზე ვილაპარაკოთ, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობისთვის დახმარება არა 150 ლარი, არამედ უფრო მეტი იქნება. „რაც შეეხება 150 ლარს. კითხვა იყო, რას ვფიქრობ, არის თუ არა საკმარისი? რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. უფრო მეტსაც გეტყვით - 150 ლარი არ იქნება, უფრო მეტი იქნება. მოგეხსენებათ, რომ 150 ლარი არის საარსებო მინიმუმზე ქვემოთ. უბრალოდ შეუძლებელია საარსებო მინიმუმი არ გავითვალისწინოთ და იმ ადამიანების ყოველდღიურ დახმარებაზე ვილაპარაკოთ, რომლებმაც სამსახური დაკარგეს “, - განაცხადა პრემიერმა.
#გიორგიგახარია
#დახმარება
#ეკონომიკა
#tbilisidaily
0