კორონავირუსის პანდემიამ პიკს ჯერ არ მიაღწია. ამის შესახებ Reuters-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენელ მარგარეტ ჰარისზე დაყრდნობით წერს.
ჰარისის თქმით, ევროპაში ინფიცირების არაერთგვაროვანი სურათია: იტალიასა და ესპანეთში ვითარება გაუმჯობესდა, დიდი ბრიტანეთსა და თურქეთში კი ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ფიქსირდება.
მისივე თმით, COVID 19-ის შემთხვევათა 90% ევროპასა და აშშ-ზე მოდის, ჩინეთში კი კვლავ ფიქსირდება შემოტანილი შემთხვევები, ძირითადად რუსეთიდან.
ჰარისის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სულ ცოტა 1 წლის შემდეგ იქნება მზად.