http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141446
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, არსებული სიტუაციიდან ყველა უნდა გამოვიდეთ ისე, რომ არ დავანგრიოთ არც სახელმწიფო და არც ეკლესია. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე კითხვის პასუხად განაცხადა.
„ყველანი ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობაში, რაც ნიშნავს, რომ მდგენელები ქვეყნის განვითარებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში და მოცემულობები იცვლება. შესაბამისად, რაღაც შეთანხმებები შედგება. ხვალ იქნება საერთოდ სხვა გარემო, როდესაც ეს შეთანხმებები სხვა სახის უნდა იყოს. ეს არის პროცესი, რომელიც შეიძლება ერთი საათის განმავლობაში სრულად შეიცვალოს. მინდა მოგაწოდოთ სახელმწიფოს პოზიცია, რომ კანონი არ დაირღვევა, ვერ დაირღვევა და კანონის წინაშე ყველანი ვართ ერთნი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას წარმოადგენს. სახელმწიფოს ვალდებულებაა იზრუნოს თითოეული თავისი მოქალაქის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე. გარდა ამისა, სახელმწიფოს ესმის, რომ ჩვენ ამ ვირუსთან ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ ისე გამარჯვებულები, მაგრამ არ უნდა დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და უნდა გავუფრთხილდეთ რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.