http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141447
მე პირადად ვიტყვი, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"არც ერთ შემთხვევაში კანონი არ დაირღვევვა. ეს იქნება როგორც სახელმწიფოს, ისევე ეკლესიის მოწოდება. ისევე, როგორც დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო, მე პირადად ვიტყვი, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს. აქ ჩემი და ჩვენი ძირითადი მოკავშირე არის მოქალაქე. მოქალაქე, რომელიც არის გონიერი და იცის, რომ პასუხისმგებლობა თვითონაც უნდა აიღოს", - თქვა გახარიამ.