წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკაში დონორების მხრიდან დამატებით 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარი შემოვა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141450 წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკაში დონორების მხრიდან დამატებით 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარი შემოვა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, დონორებთან მოლაპარაკებების შედეგად, წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკაში დამატებით 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარი შემოვა. „მინდა, განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, გერმანიის განვითარების ფონდს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს. ყველა ის დონორი ორგანიზაციაა, რომელთან მოლაპარაკებების შედეგად დღეს შეგვიძლია, პირველადი მოლაპარაკებების შედეგად განვაცხადოთ, რომ წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკაში დამატებით ამ დონორების მხრიდან ეკონომიკის მხარდაჭერის სახით იქნება ინექციის სახით შემოსული 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარი. ეს არის დაახლოებით ის ციფრი, რომელზეც ჩვენ ამ დონორ ორგანიზაციებთან შევთანხმდით პირველადი შეთანხმების საფუძველზე, რომ ეს ინექციები და დახმარება განხორციელება წლის ბოლომდე, მხოლოდ სახელმწიფოს მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.
0