თუ რეგულაციებს არ დავიცავთ, მაისის დასაწყისში ათასეულობით შემთხვევა გვექნება — გამყრელიძე

ByOn.geGeorgia
0
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ მოქალაქეები დაწესებულ რეგულაციებს არ დაიცავენ მაისის დასაწყისში უკვე ათასეულობით შემთხვევა დაფიქსირდება. "მომავალი ორი-სამი კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეტყვით, რადგან სამასს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია, იყოს უფრო მეტად სწრაფი ზრდა. ამის ნიშანი გუშინ გვქონდა", — აღნიშნა გამყრელიძემ. მისივე თქმით, შემთხვევების 20-30 პროცენტს ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია დასჭირდება, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის მძიმე ტვირთი იქნება.
#news
#politics
#Coronavirus
ByOn.geGeorgia
0