“უსუსური გაიძვერა გახარია ვერ მოელაპარაკა პატრიარქს.... მიგვყიდა ამ ურჩხულ ეკლესიას” -ბასილ კობახიძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141461 უსუსური გაიძვერა გახარია ვერ მოელაპარაკა პატრიარქს.... მიგვყიდა ამ ურჩხულ ეკლესიას - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, ყოფილი მღვდელი, ბასილ კობახიძე პრემიერ - მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ეკლესიები არ დაიხურება და პასუხისმგებლობა მოქალაქეებმა უნდა აიღონ. "უსუსური გაიძვერა გახარია ვერ მოელაპარაკა პატრიარქს. საცოდავად იბრიქება ბრიფინგზე ეკლესია არ უნდა დაიხუროს ჩვენ მართლმადიდებლური სახელწიფო ვართო. მრევლი რომ დავირუსდება ეს ეკლესიის ბრალი კი არ არის, არამედ თვითონ მრევლისო, არ მისულიყო ეკლესიაში და არ დავირუსდებოდაო. ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გაგვყიდა ცხვრებივით და მიგვყიდა ამ ურჩხულ ეკლესიას" - წერს კობახიძე.
0