ირანში, ბოლო ერთი თვის მანძილზე, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა პირველად 100 პაციენტს ჩამოსცდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141462 ირანში, კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური რაოდენობა ბოლო ერთი თვის მანძილზე პირველად ჩამოსცდა 100-ს. კერძოდ, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის მანძილზე ვირუსით 98 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 21 102-ს მიაღწია. ცნობისთვის, ქვეყანაში ვირუსს 1674 ადამიანი ემსხვერპლა.
0