მთავრობის ნაბიჯები არაადეკვატურია იმ სოციალურ სიდუხჭირესთან, რაც ამ კრიზისს თან სდევს-ჭიაბერაშვილი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141463 მთავრობის ნაბიჯები არაადეკვატურია იმ სოციალურ სიდუხჭირესთან, რაც ამ კრიზისს თან სდევს- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ გეგმა მოიცავს როგორც ხალხისთვის, ასევე მეწარმეებისთვის გასაწევ დახმარებას, რათა ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად არ ჩამოიშალოს. „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ექსპერტებმა მოისურვეს „ევროპული საქართველოს“ ანტიკრიზისული კომპლექსური გეგმის განხილვა. ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონია ქვეყანაში იმ შემზღუდავი ღონისძიებების ფონზე, რაც გამოწვეულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებიდან. ასევე ვხედავთ იმას, რომ მთავრობის ნაბიჯები არაადეკვატურია იმ სოციალურ სიდუხჭირესთან რაც ამ კრიზისს თან სდევს. ჩვენი გეგმის დეტალები მოიცავს როგორც ხალხისთვის გასაწევ დახმარებას, ასევე იმ ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადაიდგას მეწარმეების დასახმარებლად, რომ ჩვენი ეკონომიკა მთლიანად არ ჩამოიშალოს. ხალხის დახმარება გულისხმობს იმას, რომ გაიცეს ხელფასის ან სახელფასო დანაკლისის 50% იანი ანაზღაურება მათთვის, ვინც უმუშევარი დარჩა და ასევე ყურადღება უნდა მიექცეს თვითდასაქმებულებს - ჩვენს შემთხვევაში 200 ლარიანი ერთჯერადი დახმარება და მომავალში შესაძლოა მეტიც. ასევე, საპენსიო სააგენტოში დაგროვილი თანხა უნდა დაუბრუნდეს ხალხსაც და მეწარმეებსაც, რომ ამ მძიმე მდგოამრეობაში თავი გადაირჩინონ, “ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
0