გამყრელიძე: თუ რეგულაციებს არ დავიცავთ, მაისიდან რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება

0
ერთი წუთით მოდუნების და დამშვიდების უფლება არ გვაქვს. ქალაქში ისევ დადის ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ადამიანები ისევ იკრიბებიან, ეს დაუშვებელია. ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ. მომავალი ორი-სამი კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეტყვით, იმიტომ, რომ სამასს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია, კიდევ უფრო სწრაფი ზრდა იყოს” “ჩვენ ბევრი გავაანალიზეთ [მოდელირება] და მათ შორის ერთერთზე შევჩერდით, რომლის მიხედვითაც, თუ ჩვენ მოვადუნეთ დღეს სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში, რომლის მართვაც... რამდენიმე ათასეულიდან იანგარიშეთ, 20-30%-ს დასჭირდება ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული დახმარება, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სექტორისთვის და სამწუხაროდ, გვექნება დანაკარგები, ამიტომ ყველაფერ ამას ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. გთხოვთ, დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო - დარჩი სახლში, დაიცავი დისტანცია, არ შევიკრიბოთ სამ ადამიანზე მეტი, არ გავმართოთ ქეიფები, ქორწილები, მწუხრის სუფრა, შევიკავოთ თავი კიდევ ბევრი სხვა ტრადიციული და რელიგიური თუ არარელიგიური ღონისძიებებისგან ”
#კორონავირუსი
Tbilisi
0