2020 წელი დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე რთული იქნება - IMF

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141470 საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ 1930-იანი წლების „დიდი დეპრესიის“ შემდეგ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ყველაზე რთული იქნება მოსახლეობისთვის. როგორც წარმომადგენლებმა ვაშინგტონში გამართული ბრიფინგის დროს განაცხადეს, მსოფლიო ეკონომიკა 3%-ით შემცირდება, რაც აღემატება 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისს. მათივე თქმით, კრიზისი, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებზე აისახება. ფონდში იმედს გამოთქვამენ, რომ 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 5.8%-მდე გაიზრდება.
0